ბრიტანელი მინისტრების უმრავლესობა პოსტებს შეინარჩუნებს. მთავრობაში პორტფელებს შეინარჩუნებენ საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი, კანცლერი ფილიპ ჰამონდი, შს მინისტრი ამბერ რადი, ბრექსიტის საქმეთა მინისტრი დევიდ დევისი და თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი.
8 ივნისს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მომავალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ვერ მოიპოვა.
კონსერვატორები კოალიციის შექმნას ჩრდილოირლანდიურ დემოკრტიულ იუნიონისტურ პარტიასთან შეეცდებიან.