მაშველებმა ვაკეში, „აქსისის“ მშენებარე კორპუსზე თოკით ჩამოკიდებული მამაკაცი ჩამოხსნეს.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, მამაკაცი კვლავ მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე ჰყავთ. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
შეგახსენებთ, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოხტომით იმუქრებოდა.