მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა აქტიურ ფაზაშია. რეფორმით გამარტივებულმა სარეგისტრაციო პროცედურებმა და უფასო სერვისებმა მოქალაქეთა მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
მიწის რეფორმის ფარგლებში, საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები: სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია.
საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება (რაც გულისხმობს ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების რეგისტრაციას უფასოდ).
ამასთანავე, სახელმწიფო რეგისტრაციისთვის საჭირო საკადასტრო აზომვით ნახაზებსაც აფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ აზომვითი ნახაზების სახელმწიფოს მიერ დაფინანსების პროექტი, 2017 წლის პირველი ივნისის ნაცვლად, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გრძელდება.