კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს დაინიშნა. ამის სააგენტო Reuters იტყობინება. დამოუკიდებლობის შესახებ არაოფიციალური რეფერენდუმი რეგიონში 2014 წლის ნოემბერში უკვე გაიმართა. ელექტორატმა მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა, თუმცა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმის შედეგები არ ცნო.