სამანტა გეიმერი, რომელიც ცნობილ რეჟისორს, რომან პოლანსკის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, მის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას დათანხმდა. ამის შესახებ პოლანსკის ადვოკატმა განაცხადა. მისივე თქმით, საქმის დახურვის მოთხოვნით გეიმერი ლოს-ანჟელესის სასამართლოს უახლოეს ხანებში მიმართავს. 1978 წელს პოლანსკიმ 13 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით პატიმრობაში 42 დღე გაატარა. ამის შემდეგ ის შეერთებული შტატებიდან გაიქცა. ამჟამად 83 წლის რეჟისორი საფრანგეთში ცხოვრობს.