იემენში ხოლერის ეპიდემიამ 791 ადამიანი იმსხვერპლა. საგანგაშო მონაცემებს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 722 გარდაცვლილის შესახებ. ამ დროისათვის ხოლერის დიაგნოზით საავადმყოფოებში ათასზე მეტი პაციენტია მოთავსებული. მათი უმრავლესობა 15 წლამდე ბავშვია.