ქვეყნიდან საწარმოო ნარჩენების გატანის შესაძლებლობები იზრდება. "საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიზანიცაა ჰიდროსაინჟინრო მშენებლობისათვის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ცემენტის წარმოებისათვის ხელშეწყობა.
როგროც პარლამენტში გამარტავენ, კანოპროექტის შემუშავების მიზანს წარმოადგნს ის გარემოება, რომ "საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტნაზიტისა და იმპორტის შესახებ" კანონი მიღებულია 1997 წელს. ამ პერიოდში საქართველოს საწარმოო პოტენციალი და ნარჩენების გადამუშავების და გამოყენების შესაძლებლობები ძალზე დაბალი იყო. ამ ეტაპზე კი ქვეყანაში განვითარდა ნარჩენების უსაფრთხო გადამუშავებისა და გამოყენების შესაძლებლობები. განსაკუთრებით, ეს შეეხება შავ და ფოლადისმსხმელ წარმოებაში მიღებულ გრანულირებულ წიდას, რომელსაც წარმატებით იყენებენ ცემენტის წარმოებაში. ასევე ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სამშენებლო მასალის წარმოებაში.