ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში თათბირი მიმდინარეობს. ტელეკომპანიის ოფისში მივიდა ზაალ უდუმაშვილი, „კურიერის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების ნაწილი.
„არჩევანის“ წამყვანი გიორგი გაბუნია, ასევე „რუსთავი 2“-ის იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი.
„რუსთავი2“-ის არცერთ თანამშრომელს ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
სავარაუდოდ, თათბირის შემდეგ განცხადების გაკეთება იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.