ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძისა და ბრიტანელი ბილი კო სონდერსის ბრძოლა გაუქმდა.
ცნობისთვის, ქართველი და ბრიტანელი მოკრივე ერთმანეთს WBO-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის უნდა დაპირისპირებოდნენ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის სულ 33 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის 15 ქართველია. დაკავებულ რაჟდენ შულაიას დაჯგუფების წევრებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო ნიკოლოზ ჯიქიასა და ბაკაი მარატ-უულუს შეკვეთილი მკვლელობის, ძალადობრივი დანაშაულის მიზნით იარაღის ტარებისა და დამნაშავეთათვის იარაღის მიყიდვის მუხლებით აქვთ ბრალი წარდგენილი, რაც სასჯელის სახით სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.