„აიკრძალოს ცხოველების მსხვერპლად შეწირვა“ - ამ სათაურით საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მისამართით პეტიცია ვრცელდება.
„ყოველწლიურად ასობით ცხვარი ბარბაროსულად იკვლება ლომისობის დღესასწაულზე! ბავშვების თვალწინ, სისხლში მოსვრილი, ხშირად მთვრალი ადამიანები ასობით ცხოველს ხოცავენ. ყველაფერი ეს რელიგიის სახელით კეთდება! დროა, მკაცრი კონტროლი დაწესდეს ცხოველების დახოცვაზე და ის რაც ლომისობაზე ხდება, ზუსტადაც რომ დანაშაულია და აუცილებლად უნდა აიკრძალოს”, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
ლომისობის დღესასწაული აღდგომიდან მე-7 კვირას დუშეთის რაიონში აღნიშნება. მლოცველები წმინდა გიორგის ეკლესიასთან იკრიბებიან და შინაურ ცხოველებს, ძირითადად ცხვარს სწირავენ.
შეგახსენებთ, რომ წელს ლომისობის დღესასწაულზე, მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე, რთული რელიეფის გამო, 20-მდე ადამიანი დაშავდა.