ქართულ ცხვარში უცხო ცხვრის შერევა და კარანტინის წესების დარღვევა მკაცრად დაისჯება. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, წესების გამკაცრებას სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.
კანონპროექტი მთავობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
"ქართულ ცხვარში უცხო ცხვრის შერევა ვეტერინარულ რისკებს ატარებს. ქართული ცხვარი განსაკუთრებით მაღალი ვეტერინარული სანდოობით სარგებლობს, ხარისხობრივად საკმაოდ კარგი თვისებები აქვს. ჩვენი ინდუსტრია, მეცხვარეთა და ფერმერთა ინტერესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ. ბაზრები მყარი და მდგრადი უნდა იყოს. ამას ცვლილებები უზრუნველყოფს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.