ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ტერეზა მეიმ ხმა ბერკშირის საარჩევნო უბანზე მისცა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დღეს დილის 7 საათზე დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 40 ათასზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებს პოლიცია გაძლიერებული შემადგენლობით იცავს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ეგზიტპოლის მონაცემები გამოქვეყნდება.