საქართველოში აივ ინფიცირების გამომწვევ მიზეზთაგან ყველაზე დიდი წილი ჰეტეროსექსუალურ კონტაქტზე მოდის.
როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის სტატისტიკიდან ირკვევა, აივ ვირუსის გადაცემის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ინექციური ნარკომანიითაც.
მესამე ადგილზე კი ჰომო/ბი სექსუალური კონტაქტია.
წელს საქართველოში აივ ინფიცირების 251 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საერთო ჯამში კი ქვეყანაში აივ-ით ინფიცირების 6382 შემთხვევაა გამოვლენილი.
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
ვირუსმატარებელთაგან 4752 - მამაკაცია, 1630 კი ქალი. აქედან შიდსი განუვითარდა 3562 პაციენტს, რომელთაგან 1292 გარდაიცვალა.
ცნობისთვის, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.