ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში აივ ინფიცირების ყველაზე მეტი, 2196 შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული.
მეორე ადგილზე 837 შემთხვევით სამეგრელოა, მესამეზე კი იმერეთი - 825 შემთხვევით.
ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსმატარებელთა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია აჭარაშიც, სადაც 731 ადამიანია ინფიცირებული.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა ლეჩხუმში (12 შემთხვევა) და სხვანეთში (26 შემთხვევა) ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სულ აივ-ით ინფიცირების 6382 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 251 ახალი შემთხვევა 2017 წელს დაფიქსირდა.
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.