მომსახურეობის ხარისხის ამაღლების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანიბრიტანული კომპანია „მაქსიმეჯინის“ ხელმძღვანელი ემილი ვუდი თბილისში არსებული სასტუმროების მენეჯერებისათვის ტრენინგსატარებს. ემილი ვუდს ტრენინგების 15 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. სწავლებას სახელწოდებით „მართვის უნარ-ჩვევები“დედაქალაქის 72 სასტუმროს წარმომადგენელი ესწრება. ტრენინგი 1 ივნისს დაიწყო და 10 ივნისს დასრულდება. სასწავლო კურსიშემდეგ თემატიკას მოიცავს: გუნდის ხელმძღვანელის, მმართველის და მმართველის ასისტენტის საქმიანობის აღწერა სამუშაოგარემოში, სისტემატური პრობლემის მოგვარების და გადაწყვეტილების მიღების კონცეპციის განსაზღვრა და გამოყენება, ჯგუფისწევრებთან სწორი ფორმით კომუნიკაცია და შეხვედრების ორგანიზება და ა.შ. მომდევნო ტრენინგს ტურიზმის ეროვნულიადმინიტრაცია 12 ივნისიდან დაიწყებს. კურსი ღვინის გიდის გადამზადება იქნება.