ოჯახის წევრის გარდაცვალება სოციალური შემწეობის შეჩერების მიზეზი აღარ გახდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ პარტია „ახალი საქართველოს“ ინიციატივაზე დაყრდნობით მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ამ დრონდე, თუ ოჯახის რომელიმე წევრი გარდაიცვლებოდა, მთელს ოჯახს დახმარება უჩერდებოდა და პროცედურის გავლა შემწეობის მისაღებად თავიდან უნდა დაწყებულიყო.