იტალიის ეროვნულმა სარკინიგზო ოპერატორმა Trenitalia პროექტ Al Mare In Treno-ს ("ზღვაზე მატარებლით") განხორციელება დაიწყო, რომელიც საშუალებას აძლევს ტურისტებს უფასო ბილეთები მიიღონ.
თუ კი ტურისტი დასასვენებლად ჩადის იმ სასტუმროში, რომელიც პროექტშია ჩართული, მაშინ Trenitalia მათ უბრუნებს თანხას, რაც მათ კურორტზე ჩასვლისთვის მატარებლის ბილეთში გადაიხადეს.
პროგრამა ემილია-რომანიას რეგიონის სასტუმროებზეა ორიენტირებული.