სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს შეხვდება. ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა
"ვიცი, რომ პატრიარქი აპირებს შეხვდეს მამა გიორგის ოჯახს. იმით, რაც მამა გიორგისთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ყველა შეწუხებული ვართ.ეს მთელი ეკლესიისთვის ძალიან მძიმეა და დიდი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის. არ შეიძლება ჯერ ვისაუბროთ მამა გიორგის ბრალეულობაზე, ყველა ვართ მოლოდინში, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სასამართოს მიერ. ამის შემდეგ კი, საპატრიარქო იმსჯელებს", - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.
მისივე თქმით, პატრიარქთან შეხვედრა დაკავებული დეკანოზის ოჯახმა მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე 13 თებერვალს დააკავეს.
ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება.