რუსთავში, მეხის ჩამოვარდნის შედეგად, მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა.
მეხი მეგობრობის ქუჩის 3-ში, ხეს დაეცა, ხოლო დაზიანებული ხე - მსუბუქ ავტომანქანას.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ვინაიდან იმ დროისათვის ავტომობილში არავინ მჯდარა.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის გამო, გონაშვილის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, მეგობრობისა და დოლიძის ქუჩებზე ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა. ადგილზე მობილიზებულია „ენერგოპროჯორჯიას“ ავარიული ჯგუფი.