6 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4086 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4233 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.47 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7092 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7235 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.43 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6804 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.1078 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 7 ივნისიდან შევა ძალაში.