RFID Baggage Card - ეს არის ახალი ტიპის პროდუქტი, რომელიც მიზნად ისახავს ტვირთის გადაზიდვის პროცედურის უსაფრთხოებას.
Turkish Airlines-ი ამ სისტემის დანერგვით ცდილობს ბარგის დაკარგვის და უხერხულობის წარმოქმნის რისკების შემცირებას
წესის მიხედვით, RFID ბარათი განთავსდება მგზავრის ბარგში და მას Turkish Airlines-ის თანამშრომლებისთვის მუდმივ რეჟიმში ინფორმაციის გადაგზავნის ვალდებულება ექნება.
იმ შემთხვევაში თუ შეტყობინება არასწორ პერიმეტრზე დაფიქსირდება, Turkish Airlines-ის საოპერაციო გუნდი შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს, რათა დროულად მოხდეს ბარგის იდენტიფიცირება და მისი შესაბამის მიმართულებაზე გადაგზავნა.