აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 49%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 34%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის იანვარ-მაისის გეგმა 76 მლნ 590 ათას 700 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 114 მლნ 372 ათას 700 ლარი, ანუ გეგმა 149,3%-ით შესრულდა.
სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 5 თვის მონაცემებით, 145,4 %-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 243,8%-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 112,3%-ით.
რაც შეეხება იანვარ-მაისის ნაერთი ბიუჯეტის გეგმას, ის 111 მლნ 46 ათას 300 ლარი იყო, თუმცა გეგმა 33,7%-ით გადაჭარბდა და შესრულებამ 148 მლნ 500 ათასი ლარი შეადგინა. საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 36,9%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 48%-იანი გადაჭარბებით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 1,9%-იანი გადაჭარბებით შესრულდა.
რაც შეეხება თვითმართველ და მუციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი - 99,4%-ი, ქობულეთი - 42,1%-ი, ხელვაჩაური - 106,8%-ი, ქედა - 115,5%-ი, შუახევი - 115,7%-ი და ხულო - 219,9%-ი.