ივნისის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის თურქეთის მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება. თურქეთის ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმედ არსლანმა განაცხადა, რომ სარკინიგზო ხაზი თვის ბოლოს აუცილებლად დასრულებული იქნება.
არსლანის განცხადებით, პროექტი არა მხოლოდ თურქეთისთვის არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დაამატა.
მინისტრის თქმით, მაგისტგრალი არა მხოლოდ თურქეთისათვის არამედ საქართველოსთვის, აზერბაიჯანისათვის, ყაზახეთისათვის, თურქმენეთისათვის და ჩინეთისაც მნიშვნელოვანი პროექტია.
„ამ თვის ბოლოს თურქეთის მონაკვეთი დასრულდება. ამ ხაზზე მატარებლები მუშაობას შესძლებენ. სექტემბრის დასაწყისისთვის საქართველოს მონაკვეთიც დასრულდება და სარკინიგზო ხაზის გამოყენება უწყვეტად გახდება შესაძლებელი. პროექტის 79 კილომეტრი თურქეთის მხარეზეა, 26 კილომეტრი კი საქართველოს მხარეზე... ჩინეთიდან ევროპისკენ სერიოზული ტვირთის გადაზიდვა ხდება. ჩვენ მიზნად ვისახავთ ამ სატვირთო ბრუნვის თურქეთზე გავლასა და მისგან საკმარისი წილის მიღებას. სტამბოლში ზღვის ქვეშ მარმარაის აგებით ტრანსპორტირება უწყვეტი გავხადეთ. ამ სარკინიგზო ხაზზე არსებული რგოლის დასრულების შემდეგ წელიწადში 26,5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდება.“- განაცხადა ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმედ არსლანმა.