Qatar Airways-მა არაბეთის გაერთიანებული საემიროების მიმართულებით ფრენები შეაჩერა. ავიაკომპანიამ შესაბამისი ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე უკვე გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, არაბეთის გაერთიანებული საემიროების გარდა კატარული ავიაკომპანია ფრენებს აჩერებს საუდის არაბეთის, ეგვიპტისა და ბაჰრეინის მიმართულებითაც.
იმ მგზავრებს, რომელთაც შესაბამის მიმართულებებზე ქონდათ ავიარეისები შეძენილი Qatar Airways-ი ალტერნატიულ ვარიანტებს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავიაკომპანიებმა: Gulf Air-მა, Air Arabia-მ, Etihad Airways-მა, Flydubai-მ და Emirates Airlines-მა კატარის მიმართულებით ფრენების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს, რომელიც ზალაში დღეიდან შედის.