9 ივნისიდან ჰოუმ გალერეა ახალგაზრდა ფოტოხელოვანის ნონა მარკარიანის ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. კონცეპტუალური ფოტოპროექტი სახელწოდებით „სინთეტიკური ადამიანები“ გალერეაში საღამოს, 7 საათზე გაიხსნება.
გამოფენა-გაყიდვაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ფოტოხელოვანის ორწლიან ნამუშევარს გაეცნონ, რომელიც 14 ფოტოშია წარმოდგენილი. ფოტოპროექტი თანამედროვე ადამიანის ილუზორულ თავისუფლების სამყაროში ცხოვრებას ასახავს.
„ თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს ილუზორული თავისუფლების სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ არჩევანის თავისუფლება და მრავალფეროვნება აღწევს თავის მაქსიმუმს, ადამიანი მაინც მუდმივად იმყოფება გარე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ. საზოგადოება გვკარნახობს კონკრეტულ ქცევის მოდელს, გლობალური ბრენდები აწესებენ სილამაზის სტანდარტებს, მედიის საშუალებები კი ჩვენი ფიქრების მიმართულებას განსაზღვრავენ. დღეს ჩვენ გვაქვს ყველაფერი, პიროვნულობის, საკუთარი „მე“-ს გარდა. ადამიანი კი, ორიენტირებულია მუდმივ მოხმარებაზე: მიიღოს რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება სწაფად, და ამ ავტომატურ რეჟიმში თავადაც მოხმარების საგნად იქცა. სწორედ ამ ყველაფერს ასახვს ჩემი ფოტოპროექტიც,“ აღნიშნა ნონა მარკარიანმა.
ფოტოგამოფენა-გაყიდვა ჰოუმ გალერეაში 9 ივნისს გაიხსნება და 18 ივნისს დასრულდება.