გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში (ძირითადად ქ. ფოთის მიდამოებში), ზემო იმერეთში და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 20 – 25 მ/წმ - შია მოსალოდნელი.
6 ივნისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართეველოს დაბლობში +29, +34 გრადუსი, სანაპირო რაიონებში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32, დედაქალაქში +31 გრადუსია მოსალოდნელი.
მაღალი ტემპერატურის ფონზე ხვალ დღისმერე ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალონელია ხანმოკლე წვიმა დაელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.