ევროკავშირმა მუსლიმი მიგრანტებს კარი უნდა ჩაუკეტოს. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა. „ ბრიუსელის მხრიდან გამოჩენილ პოლიტიკურ კორექტურობას სავალალო შედეგები მოაქვს, რაც ბოლო დროს ევროპაში განხორციელებულმა ტერაქტებმაც ნათლად დაგვანახა,“-აღნიშნა ბლაშაკმა. მისივე თქმით, ევროკომისია თავის საიმიგრაციო პოლიტიკას თავს პოლონეთსაც ახვევს, რაც დაუშვებელია.