მასობრივი არეულობები პორტლანდში. პოლიციამ საპროტესტო აქციის 14 მონაწილე დააკავა. დაკავებულებს ქვები, დანები და სხვადასხვა სახის ცივი იარაღი აღმოაჩნდათ. დემონსტრანტები ორეგონში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ მკვლელობას აპროტესტებდნენ. ერთი კვირის წინ სამგზავრო მატარებელში ახალგაზრდა მამაკაცი თავს მუსლიმ ქალბატონებს დაესხა. რამდენიმე მგზავრმა ქალების დაცვა სცადა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ისინი დანით დაჭრა. ინციდენტს 2 მგზავრი ემსხვერპლა.