თურქეთის ხელისუფლებამ 130 პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო. მათ შორის ისლამი სასულიერო პირი ფეთულა გიულენი და პროქურთული ხალხთა დემოკრატიის პარტიის რამდენიმე წევრია. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ქვეყანაში 3 თვის განმავლობაში არ დაბრუნდებიან, თურქეთის მოქალაქეობას დაკარგავენ. ფეთულა გიულენს ანკარა 15 ივლისის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს.