სასტუმროთა ქსელ The Jannah Hotels and Resorts-ის სათაო ოფისმა სამსახურში 8 კატა აიყვანა. კატების მთავარი „ფუნქცია“ ოფისის თანამშრომლებისთვის სტრესის მოხსნაა.
როგორც უცხოური მედია წერს, კომპანიის მთავარმა მენეჯერმა 2015 წელს დაუშვა შტატი „ოფისის კატები“ და დღეისათვის ასეთი „თანამშრომლის“ რაოდენობა უკვე რვას აღწევს.
„კვლევებმა აჩვენეს, რომ ოფისში კატებზე ზრუნვა კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა. ის თანამშრომლებში ამცირებს დაძაბულობის დონეს“, განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა იმად დარვიშმა.
კლიენტებს The Jannah Hotels and Resorts-ის ოფისში კატების რაოდენობა აკვირვებთ, თუმცა ისინიც მალე შედიან „ფუმფულა თანამშრომლებთან“ კონტაქტში.