მოცეკვავე პოლიციელი სოციალური ქსელების ლიდერი გახდა. სახალისო კადრები მანჩესტერში არიანა გრანდეს კონცერტზე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. პოლიციელი ბავშვებთან ერთად ცეკვავს. არიანა გრანდემ საქველმოქმედო კონცერტი მანჩესტერში 22 მაისის ტერაქტის შემდეგ გამართა, რომელსაც 22 ადამიანი, მათ შორის, 12 ბავშვი ემსხვერპლა. კონცერტზე შესული თანხა ტერაქტის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება.