ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში მამაკაცი სავარაუდოდ, კლდიდან გადავარდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მამაკაცის გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.