„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კატეგორიულად ემიჯნება იმ აბსურდულ განცხადებებს, რაც ე.წ. სამეცნიერო შეხვედრაზე გაკეთდა,“ - ასე გამოეხმაურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, მიხეილ ჩხენკელი უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას, რომლის თემა “დასავლური საფრთხეები საქართველოსთვის” იყო, რომელშიც ტრისტან წითელაშვილი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მონაწილეობდა.
მისი თქმით, უნივერისიტეტს სივრცის დათმობისთვის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მიმართა და წერილში მითითებული იყო, რომ შეხვედრა სამეცნიერო შინაარსის უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, მან უნივერსიტეტი მოატყუა.
„უნივერსიტეტი ინფორმირებული არ იყო. უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა შეცდომაში შეიყვანა ფაკულტეტი. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მათ თემა შეცვალეს, შესაბამისად, მოატყუეს ფაკულტეტი და უნივერსიტეტი. ჩვენი უნივერსიტეტის არცერთი სტუდენტი, პროფესორი, თანამშრომელი ამ შეხვედრას არ ესწრებოდა,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.