თბილისში, აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს წითელი საღებავი შეასხეს.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოში გაუჩინარდა, ამჟამად ბაქოშია დაკავებული. მისი თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ.
ჟურნალისტს სასამართლომ სამთვიანი წინასწარპი პატიმრობა შეუფარდა.
აზერბაიჯანის პროკურატურამ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა.