საგარეო სამინისტრო ფილიპინების რესპუბლიკაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქის „The Resorts World Manila“ კომპლექსში მომხდარ შეიარაღებული პირის თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელმაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
"საქართველო მტკიცედ გმობს ადამიანთა სიცოცხლის მიზანმიმართული ხელყოფის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანადგომას უცხადებს ფილიპინების რესპუბლიკის მთავრობას და ფილიპინელ ხალხს, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს", - ნათქვამია განცხადებაში.