თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ქალის ცხედარი იპოვეს.
პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მას თან აღმოაჩნდა ფული.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქალი 60 წლამდე ასაკისაა. მისი პიროვნების იდენტიფიცირება ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.
როგორც შსს იუწყება, ქალი სავარაუდოდ, ერთი კვირის წინ არის გარდაცვლილი.
მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.