აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 6,4 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 509,912 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 2,858 მლნ ბარელით და შეადგინა 237,024 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 394 ათასი ბარელით და შეადგინა 146,733 მლნ ბარელი.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს.