შვეიცარიულ ფინანსურ ჯგუფ Credit Suisse-ში მიიჩნევენ, რომ 2022 წლისთვის აშშ-ში დღეისათვის მოქმედი სავაჭრო-გასართობი ცენტრების 25% დაიხურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე 1100 სავაჭრო ცენტრიდან 275 ობიექტი ფუნქციონირების გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.
Credit Suisse-ს კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 2030 წლისთვის ინტერნეტ გაყიდვების მოცულობა გაიზრდება, დღეს არსებული 17 %-დან 35%-მდე.
აშშ-ს სავაჭრო ცენტრების მეპატრონეები ვიზიტორთა სიმცირეს უკვე განიცდიან. დღეისათვის ამერიკელთა უმრავლესობა ისეთ ცენტრებს აკითხავს, სადაც არის კარგი რესტორნები, ბევრი გასართობი საშუალებები და მაღაზიებში საქონლის მეტი არჩევანი.
Credit Suisse აცხადებს, რომ ბრენდების ნაწილმა ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში მაღაზიების დაკეტვა უკვე დაიწყეს. მაგალითისთვის Michael Kors-მა 125 მაღაზიის დაკეტვის შესახებ მიმდინარე კვირაში უკვე განაცხადა.