ძალიან ნიჭიერები ხართ ყველანი, ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას, რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით ნუ ჩაერევით, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბეში, ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას, მედიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "შიდა საქმეებს ისინი შიგნით გადაწყვეტენ, ჭორიკნები არ არიან".
”ძალიან ნიჭიერები ხართ ყველანი, ვინც ხართ, ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას. რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით ნუ ჩაერევით, თორემ იცით სინამდვილეში რა ხდება. ეკლესიას მაინც ვერავინ დაამარცხებს, რაც არ უნდა ტელევიზიებით გამოვიდეთ. ჩვენს შიდა საქმეებს შიგნით გადავწყვეტთ, ჭორიკნები არ ვართ, გარეთ გამოვიდეთ და რაღაცები ვილაპარაკოთ. ნუ ჩაერევით იმიტომ, რომ თქვენც კარგად იცით სინამდვილეში რა ხდება, ისევე, როგორც ჩვენ. ყველა არხს გიყურებთ, ჩვენები ხართ, ქართველები ხართ და ის განწყობა არ მაქვს, რომელიმე ამისია, რომელიმე იმისი”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.