იტალიის პოლიციამ კალაბრიული მაფიოზური დაჯგუფების, „ნდრანგეტას“ ერთ-ერთი მეთაური დააკავა, რომელიც 1994 წლიდან მალვაში იმყოფებოდა. ჯუზეპე ჯორჯი ქვეყნისთვის ყველაზე საშიშ პირთა ხუთეულში იყო შეყვანილი. სამართალდამცველებმა ის რეჯო-დი-კალაბრიის პროვინციაში აიყვანეს. მას 29 წლიანი პატიმრობა ელის.