სკანდალური საიტის, „ვიკილიკსის“ დამფუძნებელს, ჯულიან ასაჟს სამსახური შესთავაზეს. საკუთარი ადგილი მას „ფოქსნიუსის“ წამყვანმა შონ ჰენიტმა რადიოში შესთავაზა. შეთავაზება ასანჟმა სხვა რადიოებისგანაც მიიღო. შვედეთის სასამართლომ „ვიკილიკსის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ საქმე 19 მაისს შეწყვიტა, თუმცა ასანჟი თავს ამ დრომდე ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს.