ირლანდიური ლოუკოსტერი Ryanair-ი ახალ ავიაკომპანიას აფუძნებს. ახალი კომპანია Ryanair-ს საშუალებას მისცემს ახალ სეგმენტში შევიდეს და ჩარტერული გადაზიდვები განახორციელოს. Ryanair-ის შვილობილ კომპანიას Ryanair Sun ერქმევა და ის სერთიფიცირებას პოლონეთში გაივლის.
Ryanair Sun-ი ფრენების განხორციელებას 2018 წლიდან შეუდგება და მისი ავიაპარკი თავდაპირველად 5 თვითმფრინავს გააერთიანებს. ხოლო 2019 წლისთვის Ryanair Sun-ის ფლოტი 15 ლაინერამდე შეივსება. ავიაპარკის ზრდის ფონზე Ryanair Sun-ი პოლონეთის ავიაბაზრის ლიდერადაც კი ჩამოყალიბდება და ზოგადად ჩარტერული ფრენების სეგმენტში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას მოახერხებს.