ალექსეი ნავალნის მოსკოვში მიტინგის ჩატარებაზე უარი უთხრეს. ოპოზიის ლიდერი ანტიკორუფციული აქციის გამართვას ტვერის მოედანზე 12 ივნისს გეგმავდა, თუმცა დედაქალაქის მერიამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ნავალნის მიტინგის მოსაწყობად ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს.