შრი-ლანკაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, ძლიერმა წყალდიდობამ და მეწყერმა 202 ადამიანი იმსხვერპლა, 96 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიური უბედურების ზონიდან 600 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შრი-ლანკის ხელისუფლება დახმარებას გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.