მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი სამედიცინო ტურიზმის მხრივ მსოფლიოში მეხუთე პოზიციაზეა, ქვეყანაში wellness ინდუსტრია მაინც განვითარებული არ არის, აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის ტურისტული სექტორის ინვესტორთა ასოციაციის წარმომადგენელმა რეჯაი ჩაკირმა გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, wellness მომსახურებების დანერგვვით, თურქეთში გამაჯანსაღებელი ტურიზმის სექტორტის შემოსავლები შესაძლოა 20%-ით, 7,5 მლრდ დოლარამდე გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით თურქეთში ჯანდაცვის სერვისები 60%-ით იაფია.
„თურქეთში საკმაოდ კარგადაა განვითარებული ონკოლოგიური დაავადებების, გულ-სისხძარღვთა და ქირურგიული მკურნალობა. მაგრამ ჩვენ სასურველია აქცენტი wellness ინდუსტრიის განვიტარებაზე გავაკეთოთ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს თურქეთში ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს“, აცხადებს ჩააკირი.