საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადასახადის გარეშე მხოლოდ 200 ღერი (ერთი ბლოკი) სიგარეტის შემოტანა იქნება შესაძლებელი.
ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ფიზიკურ პირებს, გადასახადის გადახდის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ 200 ღერი (ერთი ბლოკი) სიგარეტის შემოტანა ან საფოსტო გზავნილით მიღება შეეძლებათ. ამას, სხვა რეგულაციებთან ერთად, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. მთავრობის ინიციატივა დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა.
საგადასახადო კოდესში შესატან ცვლილებებს,რომელიც იმპორტის გადასახადსაც შეეხება პარლამენტის პლენარულ სესიაზე მიმდინარე კვირაში განიხილავენ.
ცნობისთვის, დღეს იმპორტის გადასახადისგან 400 ღერი (ორი ბლოკი) სიგარეტის შემოტანა თავისუფლდება.