ემანუელ მაკრონის პარტია წინასაარჩევნო გამოკითხვებში ლიდერობს. სოციოლოგიური გამოკითხვა ამჯერად იპსოსმა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, „წინ რესპუბლიკას“ მხარს რესპოდენტთა 29,5 პროცენტი უჭერს, რესპუბლიკელებსა და დემოკრატთა კავშირს ხმატა 22 პროცენტი აქვთ, მარინ ლე პენის ნაციონალურ ფრონტს კი მხარს გამოკითხულთა 18 პროცენტი უჭერს. გამოკითხვაში მონაწილეობა 2 ათასზე მეტმა რესპოდენტმა მიიღო.