იაპონიაში გაუსაძლისი სიცხის გამო 750-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული. მათი უმრავლესობა 65 წლის ასაკს არის გადაცილებული. პაციენტთა დიდ ნაწილს მზის დარტყმა აქვს მიღებული, ნაწილი კი საავადმყოფოებში ჰაერის უკმარისობით მოხვდა. ჰაერის ტემპერატურამ ტოკიოში, ოსაკაში, ოკინავასა და კიოტოში 35 გრადუსს გადააჭარბა. სინოპტიკოსთა ვარაუდით, უახლოესი დღეების განმავლობაში ტემპერატურის ცვლილება მოსალოდნელი არაა.