ბრიტანეთმა ევროკავშირი შესაძლოა საბოლოო გარიგების გარეშე დატოვოს. ამის შესახებ პრემიერმა ტერეზა მეიმ სკაი ნიუსის ეთერში ჯერემი კორბინთან დეპატებისას განაცხადა. მისივე ტქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროკავშირიდან გასვლის პირობები ლონდონს არ დააკმაყოფილებს.
„ჩვენ მათ უნდა დავანახოთ, რომ ნებისმიერ ფასად გარიგებაზე არ წავალთ. მე სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ. ისინი დარწმუნდებიან, რომ რთული აქლი ვარ,“-აღნიშნა მეიმ.