რუს ალექსეი მაკეევს მექსიკაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ. ამის შესახებ მექსიკაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა დიმიტრი ბოლბოტმა განაცხადა. მისივე თქმით, განსასჯელი საელჩოს დახმარებაზე უარს ამბობს და არც რუსეთში დაბრუნება სურს. მაკეევის სახლს ქალაქ კანკუნის მცხოვრებლები თავს 19 მაისს დაესხნენ. ამის მიზეზი მის მიერ ინტერნეტში მექსიკელების შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების გავრცელება გახდა. მაკეევმა ერთი თავდამსხმელი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. ამის შემდეგ ის სასტიკად სცემეს.